ზაალ უდუმაშვილი - კობახიძეს უნდა, მაგრამ პარლამენტში ვერ შევალ და ვერ დავუჯდები კარგი მოსწავლესავით - კეთილი ინებოს და შეასრულოს ვალდებულებები, რაც აღებული აქვს პარტნიორების წინაშე

მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური პატიმარია და ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის, რადგან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

„მანახეთ ადამიანი საქართველოში, ვინც ენდობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს, ვინც თვლის, სასამართლოში რომ მივა, იქ სამართალს იპოვის. მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ბუნებრივია, ის დღეს პოლიტიკური პატიმარია და ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ჩვენ ხომ ვნახეთ ის კადრები, როგორც ეპყრობოდნენ მიხეილ სააკაშვილს, ამის გამართლება რაიმე ფორმით შესაძლებელია? და ამის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას?! ჩვენ სამართლიან სასამართლოს ვითხოვთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ასევე ისაუბრა უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზეც, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ქმედებებზე და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ბრძოლის ტაქტიკა აქვს.

„კობახიძეს უნდა, მაგრამ ვერ შევალ პარლამენტში და ვერ დავუჯდები, კარგი მოსწავლესავით. ჩვენ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს და კეთილი ინებოს კობახიძემ და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას აღებული აქვს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს