გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის, ავქსენტი ნაჭყებიას, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის და შირაქის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანაპირო კოსმონავტების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ და ლეონ ორბელების, გუმათჰესის, ლევან რაზიკაშვილის, გუმათის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, ნუგზარ საჯაიას და ლუკა რაზიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა