პრობაციის ოფიცერთა ღირებულებები, პრინციპები და ქცევის ნორმები ერთიან ფორმატში იქნება დეკლარირებული

პრობაციის ოფიცერთა ღირებულებები, პრინციპები და ქცევის ნორმები ერთიან ფორმატში იქნება დეკლარირებული. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

ეთიკის კოდექსი პრობაციის ბიუროების ხელმძღვანელებსა და ოფიცრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გააცნო.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობისა და თანასწორობის პრინციპებს აერთიანებს. ის პრობაციის ოფიცრების საქმიანობის სამართლიანად და კვალიფიციურად წარმართვის ხელშეწყობას ემსახურება.

„ეთიკის კოდექსის განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პრობაციის სისტემის გასაძლიერებლად, სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ ინიციატივებს, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა