გიული ალასანია - კაჩინსკისთვის და ვაცლავ ჰაველისთვის ყვავილების მიტანაზეა საქმე აღძრული და ამაზე რა უნდა ილაპარაკო?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე, ძალიან სასაცილოა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

„ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო საქმეა. ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის. რაზეა საუბარი? კაჩინსკისთვის და ვაცლავ ჰაველისთვის ყვავილების მიტანაზეა საქმე აღძრული და ამაზე რა უნდა ილაპარაკო?! ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა