შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში მონაწილეობს

IBSU ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში ორი საჯარო ლექციით მონაწილეობს - „სოციალური მედია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ და „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები“. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 8 დეკემბერს, საპანელო დისკუსიას - „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები“ , ჩაატარებენ შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე - რაისა ლიპარტელიანი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი - გოგა კიკილაშვილი.

9 დეკემბერს, საჯარო ლექციას გაუძღვება იურისტი, მედიაექსპერტი, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი - ნათია კაპანაძე, თემით „სოციალური მედია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. ადამიანის უფლებების საყოველთაო აღიარება კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს. შესაბამისად, ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულში მნიშვნელოვანია საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის, დემოკრატიის პრინციპების სიღრმისეულად გააზრებისა და პრაქტიკაში დამკვიდრების თვალსაზრისით“, - განაცხადა IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქოქრაშვილმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში, რომელიც პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია, ონლაინ ტარდება, საქართველოს 14 უნივერსიტეტი მონაწილეობს. წელს კვირეული 2-10 დეკემბერს გაიმართება.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო