ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილი პროცესებზე იმიტომ კი არ დადის, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს მიმართოს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებას განუმარტოს ყველა პუნქტი, რომელსაც ივანიშვილის სასამართლო ედავება

მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი ტყვეა ქართულ ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას ამ მხრივ არავითარი მოლოდინი არ გააჩნია.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ეს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ პროცესს სხვა მნიშვნელობა და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. დღეს მიხეილ სააკაშვილს პირადად მიეცემა საშუალება ისაუბროს უშუალოდ ამ საქმეზე და პირადად წარმოადგინოს ის არგუმენტები, რომელიც მთლიანად გააბათილებს იმ ნარატივს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას პროკურატურა და სასამართლო აწვდიდა. ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ის ამ პროცესებზე იმიტომ კი არ დადის, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს მიმართოს, მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ,რომ საზოგადოებას მიმართოს. საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ საქმეში არსებობს და რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნება, საპროტესტო აქციები მუდმივად გაიმართება.

„სულ რომ არ დავაანონსოთ აქ აქციები, ისედაც შეიკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რადგან დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ის არის დღეს პუტინის პირადი ტყვე ქართულ ციხეში და ბუნებრივია, სასამართლოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. აქციები, რა თქმა უნდა, იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს