გურამ მაჭარაშვილი - დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის

დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის - ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, რატომ არის განსასჯელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად გახარჯვას, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კორუფციული საქმე.

„პატიმარ სააკაშვილის გამოსვლებს რაც შეეხება, როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა