შალვა პაპუაშვილი - ელიტური კორუფციის არნახული მასშტაბებია, 9 მლნ ლარზეა საუბარი და უნდათ დაიყვანონ პიჯაკებამდე, სააკაშვილს 200 000 დოლარი აქვს დახარჯული სტილისტზე და მზარეულზე

ეს არის პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს და უნდათ დაიყვანონ პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორუფციული სქემებით სააკაშვილი პირად სარგებელს იღებდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა, სინამდვილეში ეს არის პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს, 9 მილიონ ლარზეა საუბარი, კორუფციულ სქემებზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა პირად სარგებელს. ახლა უნდათ დაიყვანონ ეს პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით, მაგრამ სინამდვილეში ამ 9 მილიონში არის ნახევარი მილიონი დოლარის კოსმეტიკური მანიპულაციები - ბოტოქსი, გასახდომი და სხვა პროცედურები. 40 000 დოლარი, ჩვენი ხალხის ფული მან მალულად გადაიხადა თავისი შვილის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლაში, ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, 200 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პირად სტილისტზე და მზარეულზე. ეს არის ის ნაწილი კორუფციის, რომელშიც ჩაფლული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა. ერთია, რომ გვირგვინის ხარჯის გაწევა შეიძლებოდეს, ოღონდ არა დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, ამისთვის არსებობს წარმომადგენლობითი ხარჯები, სადაც 20 მილიონი ისედაც დახარჯული ჰქონდა. მაგრამ ამ საქმეში მთავარია ის ნაწილი, რომელიც საერთოდ სახელმწიფოს არ უნდა გაეწია,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო