პარლამენტის სასახლის ე.წ. ბრიფინგების ოთახს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
აღნიშნული ინიციატივით პარლამენტს გენდერული თანასწორების საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მიმართა, რაზეც გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
“პარლამენტის სასახლის ერთ-ერთი დარბაზისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში და ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა ბიუროს სხდომაზე.