პროკურორი ქეთი ჩაჩავა - 48 ბაინდერია თარიღების მიხედვით, ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა

„სანამ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ ჩვენ დაცვის მხარეს ვუსმენთ და არ ვაწყვეტინებთ. სამმა ადვოკატმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ისე, რომ არცერთ პროკურორს არ შეგვიწყვეტინებია სიტყვა და მოლოდინი გვაქვს, რომ ისინიც პატივისცემით და ღირსებით მოგვეპყრობიან და სიტყვას არ შეგვაწყვეტინებენ, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.

პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ადვოკატების შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილოს.

„რაც შეეხება დაყენებულ შუამდგომლობას, რაც ერთ-ერთმა ადვოკატმა პროკურორის აცილებაზე დააყენა, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი და ეს საფუძველი, რომელიც დაცვის მხარემ დაასაბუთა არის „ე“ ქვეპუნქტი, არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მის მიუკერძოებლობას და ამ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ასაბუთებს დაცვის მხარე თავის პოზიციას. ასევე მოიყვანა ბექა ბასილაიამ საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ და ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ პროკურორს უფლება აქვს დასკვნები გააკეთოს სისხლის სამართლის საქმეზე და შეფასებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვიხდება პრესასთან ურთიერთობა, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ გარკვეული შეფასებები გავაკეთოთ სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილია 48 ბაინდერი პატაკები, თარიღების მიხედვით. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, თითოეული თარიღი უკავშირდება საქართველოში გარკვეულ მოვლენას. მაგალითად, ავიღოთ 2012 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დავალებით დაახლოებით 181 000 ლარი იქნა გახარჯული. აქედან გამომდინარე, ეს თარიღები შეგვიძლია დაუკავშიროთ აღნიშნულ მოვლენებს და მხოლოდ და მხოლოდ ეს გარემოება, რომ ჩვენ ვართ მიკერძოებულები, ნამვდილად არ არის დასაბუთებული. ჩვენ გიცდიდით ბატონო ნიკა (გვარამიას მიმართავს) და თქვენგანაც გვაქვს მოლოდინი, რომ მოგვისმენთ, ჩვენც დავასაბუთოთ და ჩემს შემდეგ ისაუბრეთ თქვენ. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებში გვაქვს დადგენილი და თარიღების მოხსენიება ნამდვილად შეგვიძლია სიტყვით გამოსვლებში. ეს გარემოება ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ტესტს, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს კანონიდან, შესაბამისად, გთხოვთ, რომ აღნიშნული შუამდგომოლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილოთ“, - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს