სალომე სამადაშვილი სააკაშვილის პროცესზე - ეს არის ერთგვარი შოუ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დადგმულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

სასამართლო პროცესის მიმართ არ არსებობს ნდობა, არც საერთაშორისო პარტნიორებში და არც ქვეყნის შიგნით, ეს არის ერთგვარი შოუ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დადგმულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, პროკურატურა კი გადაქცეულია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, ამ სასამართლო პროცესის მიმართ ნდობა ვერ იქნება.

"კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ეძლევა გამოიყენოს ეს სხდომა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოების წინაშე, თუმცა მინდა, ყველას შევახსენო, რომ საკუთარ სასამართლოზე დასწრების კონსტიტუციური უფლებაც კი, სააკაშვილმა მოიპოვა მხოლოდ საერთაშორისო წნეხის შედეგად, რაც უკვე მაჩვენებელია იმის, თუ სად არის ხელისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანების უფლებების დაცვა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები. არ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობა არის იმუნიტეტი ვინმესთვის, ჩემთვის ან ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. პრობლემა არის იმაში, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, შერჩევითია სამართალი და პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს იმ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვისაც საჭიროდ თვლის, რომ სამართლებრივად შეავიწროვოს. ამ პირობებში ბრლადების შინაარსს მნიშვნელობა ეკარგება და არანაირი შინაარსი არ აქვს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს