მოსამართლე - მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების და ბრალდების ირგვლივ თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც ექნება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც ექნება და ბრალდების ირგვლივ თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც.

როგორც მან სასამართლო პროცესზე განმარტა, დღეს მიხეილ სააკაშვილი ბრალდების მხარის კითხვებს არ უპასუხებს.

„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ჩვენ ბრალდებულს ნამდვილად არ ვაძლევთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ასე ვერ იქნება გაგებული და რატომ. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. გადახვევასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს და არგადახვევასაც. როდესაც ბრალდებული აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც მისი დაცვის მხარე მსჯელობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით სდევნიან, როდესაც მას წარდგენილი აქვს ბრალდება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ეს სამსახურეობრივი მდგომარეობა მისი პრეზიდენტობის პერიოდი გახლდათ, ხოლო პრეზიდენტობა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა გახლავთ, ასეთ დროს, ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, ეს ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ, მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც ექნება, ბრალდების ირგვლივ თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც. ამავდროულად, ის კითხვებს დღეს არ უპასუხებს, რადგან ჯერჯერობით არ უთქვამს, რომ ჩვენების მიცემას აპირებს, რაც ბრალდების მხარეს მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას მოგცემდათ“,-განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა