სალომე სამადაშვილი - კობახიძემ სტრასბურგში პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება იქნება მიღებული - სერიოზული საკითხი იქნება, თუ ხელისუფლება საკუთარ პოზიციას რევიზიას გაუკეთებს

ირაკლი კობახიძეს შევახსენებ, სტრასბურგში ვიზიტის დროს რამდენიმე დღის წინ, ევროპელი პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად იქნება მიღებული - ჩვენი პარტნიორებისთვის სერიოზული საკითხი იქნება, თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკუთარ პოზიციას რევიზიას გაუკეთებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ საკითხზე შიდა კონსულტაციებს მართავს და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცვლილებების ისე მიღება, როგორც ეს შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

„საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის რევიზია ეს იქნება მოტყუება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომელსაც უმტკიცებს, რომ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება და აპირებს შეასრულოს ყველა ვალდებულება, რაც აიღო. თუ „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე საკონსტიტუციო საკითხთან დაკავშირებით მოატყუებს საერთაშორისო პარტნიორებს, ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. მე არ მგონია, რომ მათ აქვთ დღეს ამ პოლიტიკური ფასის საკუთარ თავზე აღების ფუფუნება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა