მიხეილ სააკაშვილი - ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა - როგორც კი სამართლიანი სასამართლო იქნება, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან, მზად ვარ წარვდგე და დაე, მან გამასამართლოს

ხომ არ სჯობს მხარი დამიჭიროთ და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და მთელი ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის შეცვლის შემთხვევაში, ის მზად არის, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

„ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა. როგორც კი ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იქნება, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მზად ვარ დავამტკიცო. არსად გავრბივარ. ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში გავყავი თავი. მზად ვარ წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს როცა იქნება, თუნდაც 1 წელიწადში, 2 წელიწადში თუ სამში. იმას კი არ გთხოვთ, რომ მე დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ ნებისმიერი ადამიანის წამება. დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დაგმეთ არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის მიმართ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „დღევანდელი მახინჯი სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ ციხიდან ცოცხალი არ გავიდეს“.

„მზად ვართ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე. არც მადლობას ვითხოვ არავისგან. არ ვითხოვ მადლობას იმის გამო, რომ დენი მოვიყვანე, არ ვითხოვ მადლობას იმის გამო, რომ ზოგიერთმა ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულ ფაკულტეტზე 15 ათასს აღარ სთხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად, ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, იუსტიციის ე.წ. მინისტრი. არ ვითხოვ მადლობას, რომ ხელფასები, პენსიები გაიზარდა, სამუშაო ადგილები 2-ჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ, დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ, მაგრამ უსამართლობას, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი