გიორგი კირთაძე - ელჩებს ბათუმში მიმდინარე საკითხები დეტალურად მოვუყევით - ძირითად ნაწილში კარგად იყვნენ ინფორმირებულები, საკმაოდ მაღალი ინტერესია, რაც ჩვენ გვახარებს

ელჩებს ბათუმში მიმდინარე საკითხები დეტალურად მოვუყევით - ძირითად ნაწილში კარგად იყვნენ ინფორმირებულები, საკმაოდ მაღალი ინტერესია, რაც ჩვენ გვახარებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი კირთაძემ ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კირთაძემ განმარტა, ელჩებს ასევე აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით.

"ჩვენ დეტალურად მოვუყევით ელჩებს ბათუმში მიმდინარე საკითხები. მათაც ჰქონდათ კითხვები. ელჩები და ელჩის მოადგილეები ძირითად ნაწილში კარგად იყვნენ ინფორმირებულები. დეტალები, რაც აინტერესებდათ გავიარეთ. საკმაოდ მაღალი ინტერესია, რაც ჩვენ გვახარებს. განსაკუთრებით აინტერესებდათ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენგან მოისმინეს, რომ ამ საქმის ობიექტურად გამოძიების მოლოდინი არ გვაქვს. ამ საქმის გამოძიების პარალელურად, პოლიციის მაღალჩინოსანი ბათუმში ისევ დავით რიჟვაძეა. კითხვები იყო ბიუჯეტის მიღებასა და ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე. მეგობარი ქვეყნების ელჩებს ვთხოვეთ, რომ მეტი ყურადღება და დაკვირვება სჭირდება რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. იმედია ასეც მოხდება",- აღნიშნავს კირთაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ოფისში “ნაციონალური მოძრაობისა” და "ლელოს“ წევრები ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი გიორგი კირთაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე და "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

მთავარი საკითხი ბათუმში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები იყო. განიხილეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეც. ამასთან იმსჯელეს ბათუმის საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე, რაც ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარიმართა.

ოპოზიციის წევრები უკვე შეხვდნენ აშშ-ს საელჩოს, ასევე NDI-ის IRI-ის წარმომადგენლებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა