მიხეილ სააკაშვილი - ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც საქართველოდან არაფერი წამიღია, თითზე გადასახვევიც კი

ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც საქართველოდან არაფერი წამიღია, თითზე გადასახვევიც კი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან პროკურორები და მოსამართლეები კორუფციასა და თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

„იყო დრო, როდესაც საქართველოდან წავედი, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა. მერე დავიწყე ლექციების კითხვა. ვაღიარებ, ბოლო წლებში უკრაინაში ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ იმიტომ, რომ როგორც იქნა ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილება დაფასდა, მაგრამ ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც საქართველოდან არაფერი წამიღია, თითზე გადასახვევიც კი. ვინ მასამართლებს მე? კლანის ხელმძღვანელმა, ლევან მურუსიძემ პანდემიის დროს ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებელურ სასახლეში და ასევე, 102 ათასი დოლარი ავტომობილში. არაფერი მოუპარავს ჰო?! მე პრეზიდენტი ვიყავი და ასეთი არაფერი იყო. ტელევიზორში ვნახე მთავარი პროკურორის სასახლე, რომელიც არც დამესიზმრება. მეგონა, კიევში მაგარი სახლი ავაშენე, პატარა „სარაიაა“ იმასთან შედარებით, რაც შოთაძემ და მისმა მოადგილეებმა გადაიხადეს. ფარცხალაძემ რომელიც თქვენი მამა-მარჩენალია, გადადგომიდან რამდენიმე კვირაში 3 მლნ ლარის უძრავი ქონება დაირეგისტრირა“,-განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო