ალეკო ელისაშვილი - გადაცემებიდან და პრესკონფერენციებიდან კი ნუ გველაპარაკება ირაკლი კობახიძე, დაჯდეს და გვითხრას, რა არგუმენტები აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებზე

გადაცემებიდან და პრესკონფერენციებიდან კი ნუ გველაპარაკება ირაკლი კობახიძე, დაჯდეს და გვითხრას, რა არგუმენტები აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან მოქალაქეების დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მალე გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლების კონსულტაციები, ხოლო შემდეგ შეჯერებულ პოზიციით „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან.

„ერთ სივრცეში ვსხედვართ, ერთ დარბაზში უმრავლესობაც და ოპოზიციაც და ერთმანეთს ველაპარაკებით პრესკონფერენციებით, ჟურნალისტების მეშვეობით ვიგებთ ვინ რა თქვა, უხერხულია. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. ახლა მწიფდება ის, რომ ძალიან მალე გაიმართება შიდაოპოზიციური კონსულტაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. როცა ერთი შეჯერებული პოზიცია გვექნება, შევხდებით "ქართულ ოცნებას", რომ პირისპირ გვითხრან არგუმენტები რას ცვლიან, რატომ ცვლიან, ცვლიან თუ არა საერთოდ, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ ყველა უნდა ვიყოთ სიტყვის ერთგულები, ერთი მოსმენით არის მიღებული ცვლილებების პროექტი და მიგვაჩნია, რომ ეს უნდა დარჩეს. კი ბატონო, არც 5 პროცენტიანი ბარიერია არადემოკრატიული, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, მაგრამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, პოლარიზება რომ შემცირდეს, ყველაფერი რომ შეჭამა ამ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირებამ, რის გამოც რეალურ პრობლემებზე რომ ვერ ვახდენთ კონცენტრაციას, საჭიროა დაბალი ბარიერი, ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის,"- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ცვლილებების პროექტში ფორმულირებების შეცვლა იმიტომ უნდა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, როგორც ეს ოპოზიციას უნდა, ამიტომ ამ საკითხზე საუბარია საჭირო.

"ძალიან გულწრფელად ვიტყვი, კიდევ მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების, სისულელეა იმიტომ, რომ არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ვადამდელ არჩევნებს ებმება (ფორმულირება ცვლილებების პროექტში - "მომდევნო არჩევნები"), ერთი თვის წინ იყო არჩევნები და "ქართულმა ოცნებამ" მოიგო, ერთი თვის თავზე კიდევ ვადამდელის მოთხოვნა არის პატარა ბავშვი რომ გაჯიუტდება - "გინდა თუ არა ის სათამაშო მინდა", სისტემური რეფორმები გავაკეთოთ, ესაა მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ რიგგარეშე არჩევნები. ესეც მნიშვნელოვანია ცვლილებები როდიდან ამოქმედდება, ამიტომ უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, იმაზე კი არ ვისმჯელოთ, რა ჯობია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისთვის“, ქვეყნისთვის რა სჯობს, იმაზე ვიმსჯელოთ. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ეს ფორმულირება, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები თუ ჩატარდა, უნდათ, რომ ჩატარდეს 120/30-ზე პრინციპით და არა პროპორციულით, როგორც მაგალითად, ოპოზიციას უნდა. უნდა შევჯერდეთ ამიტომ. ჩვენს პოზიციას იმ შეხვედრაზე ვიტყვით", - განაცხადა ელისაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია