საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით "მოქალაქეების", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატების პირველი შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები თანხმდებიან, რომ დაბალი ბარიერი და პროპორციული სისტემა ყველასთვის მნიშვნელოვანია.

"მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები იქნას მიღებული და მას ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ჰქონდეს. ყველამ გამოთქვა თავის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ყველა ვთანხმდებით, რომ დაბალი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის, პლურალისტური გარემოსთვის და უკეთესი პარლამენტის მიღებისთვის 2024 წელს თუ როცა იქნება არჩევნები. საუბარი ძალიან ნორმალურ, მეგობრულ გარემოში დასრულდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, ბადრი ჯაფარიძე", - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება ფორმულირებას „მომდევნო არჩევნები“, რაც პირველი მოსმენით მიღებულ დოკუმენტშია და რიგგარეშე არჩევნებზე სრულად პროპორციული სისტემის და დაბალი ბარიერის გავრცელებას გულისხმობს, იოსელიანი ამბობს, რომ მხარს უჭერს იმ ვარიანტს რაც პირველი მოსმენით არის მხარდაჭერილი, თუმცა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. ამასთან, აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიღება იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა დეპუტატი დაუჭერს მას მხარს.

„მე მხარს ვუჭერ იმ ვარიანტს რაც პირველი მოსმენით იქნა მიღებული და იგივე პოზიცია აქვს ჩემს კოლეგებსაც. თუმცა, ვფიქრობ, რადგან განსხვავებული პოზიციები მოვისმინეთ მმართველი პარტიისგან, ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსულტაცია. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა დეპუტატის მობილიზების შემთხვევაშიც შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჩემი დამოკიდებულება იცით, რომ რიგგარეშე არჩევნების მიმართ არ მოდის თანხვედრაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციასთან, მე არ მიმაჩნია ეს ნომერ პირველ საკითხად, ნომერ პირველ საკითხად მიმაჩნია უფრო მყარი და მოქნილი გარემოს შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უფრო მნიშვნელოვანია შემდეგ არჩევნებში საპარლამენტო ბარიერი და ზოგადად სისტემა იყოს მოქნილი და სრულად პროპორციული. ეს მიმაჩნია უფრო სწორად, ვიდრე მარტო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი,"- განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი