საქართველომ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადასცა

2 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუამ-ის მინისტერიალი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდეგ, წელს მეორედ შედგა და საქართველოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, მას უძღვებოდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის მანძილზე, პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.

„მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრი ქვეყნების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას მოლდოვასთვის თავმჯდომარეობის გადაცემასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობისათვის და წარმატება უსურვა მოლდოვის მხარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლით, 2022 წელს ჩაიბარებს აღნიშნულ მანდატს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა