ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ არც საპარლამენტო მუშაობაში ჩართვის რესურსი აქვთ, არც არჩევნების, არც ქუჩის და ამითაა განპირობებული მათი რიტორიკის ცვლილება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა შეიცვალა და ამის მიზეზია ის, რომ მათ არც ქუჩის და არც არჩევნების რესურსი არ აქვთ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს, თუმცა „ნაცმოძრაობას“ არც ამის ინტელექტუალური რესურსი აქვს.

„თვითონვე ხედავენ, რომ არაფრის რესურსი არ აქვთ, რაც ადვილად პროგნოზირებადი იყო, არ აქვთ არაფრის რესურსი, მათ შორის არც ქუჩის რესურსი და აქედან გამომდინარე იცვლება მათი რიტორიკაც, ისინი ხედავენ, რომ ხელი მოეცარათ ყველაფერში, არჩევნებში, ქუჩაში, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, მათი მხრიდან იქნებოდა ლოგიკური, საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა, ეს არის ჩვენი მოწოდება, თუმცა ხედავენ, რომ ამის რესურსიც არ აქვთ, ამასაც სჭირდება რესურსი, მაგალითად თუნდაც ინტელექტუალური რესურსი და თქვენ იცით, როგორი ინტელექტუალური რესურსითაც გამოირჩევა „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია. არც საპარლამენტო მუშაობაში ჩართვის რესურსი აქვთ, მით უმეტეს არც არჩევნების რესურსი არ აქვთ, არც ქუჩის რესურსი და ამით არის განპირობებული მათი რიტორიკის ცვლილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს