რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი თავად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ არა აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა - არც არასდროს ექნება!

მიხეილ სააკაშვილი თავად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ არა აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა - არც არასდროს ექნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

იონათამიშვილმა სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური ცინიზმი უწოდა.

“პოლიტიკური ცინიზმია, რომ ადამიანი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია დაეზიანებინა, ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლება გაენადგურებინა, მედია დაემონებინა, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე და გვეუბნება, ხომ არ გვენატრება ის მეთოდები, რითაც ის ქვეყანას მართავდა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში ნამდვილად შავი ლაქაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, არც სამართლებრივი, არც სახელმწიფოებრივი და არც მორალური საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, არ არსებობს.

“ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის სამართლიან განვითარებას და დემოკრატიულ პრინციპებს“, - დასძინა რატი იონათამიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა