ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები ტარდება

ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტულად აქტიურ 10 სოფელში ტრენინგებს საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს უტარებს.

„პროექტი, რომელშიც ტურისტული სააგენტოები და გიდებია ჩართული, ერთი მხრივ, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ეხმარება გაამრავალფეროვნონ და დახვეწონ ტურისტებისთვის შესათავაზებელი სერვისები, მეორე მხრივ, კი სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს. ტრენინგები სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ერთობლივად მომზადებული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები იგეგმება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აღნიშნა, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მასში გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული.

„ისინი ერთობლივად მუშაობენ, რომ მთიანი აჭარის 10 სოფელში გამოკვეთონ და განავითარონ ძირითადი ტურისტული პროდუქტები - სერვისები რასაც ტურისტებს შესთავაზებენ. ეს კვლევებზე დაფუძნებული პროცესია, რის მიხედვითაც ტურისტული პროდუქტების შექმნის, შეფუთვისა და გაყიდვის შესახებ დაიგეგმა ტრენინგები, „ვორკშოფები“ და საველე გასვლები. პროექტი ტურსააგენტოებსა და გიდებს ეხმარება უკეთ გაიცნონ მთიანი აჭარა, თავადვე მიიღონ მონაწილეობა ტურისტული სერვისების დახვეწაში და ეს ყველაფერი სამომავლოდ მათ ტურისტულ შეთავაზებებში ასახონ“,- განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა