ნიკოლოზ სამხარაძემ როსარია პულიზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პული​ზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ნატო - საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მუშაობა შეაჯამეს.

„შეხვედრისას, 1-ელ დეკემბერს გამართულ რიგის მინისტერიალზე და იმ ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებზე ისაუბრეს, რომელიც სამიტზე გაკეთდა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ როსარიას, საქართველოში მისი ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. პირადად მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნატო-სთან დაახლოების პროცესში. მსურს, მას მომდევნო საქმიანობაში წარმატება ვუსურვო", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს