ბადრი ჯაფარიძე - პრინციპულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს ბოლოს და ბოლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა

პრინციპული არის არა 2%-იანი ბარიერი, არამედ პრინციპული არის იმ შეთანხმების პატივისცემა, რომელსაც მივაღწიეთ დამატებით „ქართულ ოცნებასთან“, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით. პრინციპული არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „ლელოს“ აქვს კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

„სინამდვილეში ერთპარტიული ტირანია ამ ქვეყანაში დამყარებულია. ამიტომ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ქვეყანას აქვს დღეს არის სწორედ ერთპარტიული, სრული დომინაცია და ტირანია. გამოსავალი არის ერთადერთი, მრავალპარტიული მმართველობა, რომელიც ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით უნდა დამყარდეს, რადგან „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ მისი ეს დომინანტური მდგომარეობა დათმოს იმ დროს, როდესაც ის არ არის უმრავლესობის წარმომადგენელი. ისეთი მდგომარეობა გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმცირესობისაგან აქვს მხარდაჭერა და ამ დროს ქვეყანაში დამყარებულია ერთპარტიული ტირანია.

პრინციპული არის არა 2%-იანი ბარიერი, არამედ პრინციპულია იმ შეთანხმების პატივისცემა, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ დამატებით მივაღწიეთ, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით. პრინციპული არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს ბოლოს და ბოლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა, თავისი აღებული პირობის პატივისცემა. თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდა, რომ სულ ერთია რას მოელაპარაკები „ქართულ ოცნებას,“ შეცვლიან პირობას, ამ ძალასთან საერთოდ შეუძლებელია თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს იმ ფორმულირებით საკონსტიტუციო ცვლილებებით, როგორც ის მიღებულ იქნა პირველი მოსმენით. ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიებთან, არანაირი ფორმალური კონსულტაცია ჩვენ არ გვქონია. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ყველა ოპოზიციურ ძალასთან. იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა გუშინ, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს საუბრები გაგრძელდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა