მამუკა მდინარაძე - ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში 5%-იანი საარჩევნო ბარიერია - ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში რაღაც რომ კარგადაა მიჩნეული, რატომ უნდა იყოს ჩვენთან ცუდი

ევროპის ქვეყნებში ნახევარზე მეტში არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი - ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში რაღაც რომ კარგადაა მიჩნეული, რატომ უნდა იყოს ჩვენთან ცუდი?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობისთვის მზადაა.

„საიდან მოვიდა ცვლილებებზე საუბარი?! ეს იყო კონსენსუსი 19 აპრილის შეთანხმების, გარკვეული კომპრომისი და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი. არცერთ მომენტში მე პირადად და ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ეს არის ძალიან კარგი და ეს ძალიან მოგვწონს. პირიქით, ყველა განცხადება იყო ასეთი, რომ შეიძლება, ეს არ იყოს კარგი, იდეალური და შეიძლება მიგვაჩნდეს, რომ 5- პროცენტიანი ბარიერი უკეთესია, ვიდრე 2%-იანი.

თუ ჩვენს და სხვის განცხადებებს თავს დავანებებთ და ვილაპარაკებთ იმაზე, რა არის უკეთესი, მე მაგალითად მიმაჩნია, რომ შეიძლება, 4-5% იყოს უკეთესი, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს ასე, ხომ არ გვეპარება ეჭვი, რომ ევროპის ქვეყნებში კარგი კონსტიტუციონალისტები არიან.

ვილაპარაკოთ იმაზე, რა პრაქტიკაა ევროპაში, ჩვენ ხომ სწორება აქეთ გვაქვს. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებში ნახევარზე მეტში არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, 2 - პროცენტიანი ბარიერი და უფრო ნაკლები არის მხოლოდ 2-ში. უბრალოდ ამ სტატისტიკასაც რომ გავყვეთ, ე. ი. ჯობია 5%, მაგრამ საკამათოა, მე თვითონაც გეუბნებით, შეიძლება ჯობდეს 4% ან 3%, მაგრამ კონსენსუსზე როცა ვსაუბრობთ, კონსენსუსი ხომ არ შეიძლება იყოს ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე შექმნილი.

ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში რაღაც რომ კარგადაა მიჩნეული, რატომ უნდა იყოს ჩვენთან ცუდი ამისი საპირისპირო არგუმენტი ჩვენ მოსმენილი არ გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე ჯიუტად ვაპირებთ დავტოვოთ 5%, მეორე პირობა ძალაშია, კომპრომისი ჩვენი მხრიდან იქნება, თუ მეორე მხრიდან ასეთივე სახის რაღაცა კომპრომისს მაინც დავინახავთ. ჩვენ დავსხდებით სამსჯელოდ და გადავწყვიტოთ ისე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება ამ ქვეყანას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო