GITA-ს ორგანიზებით კახეთში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კახეთში პრე-აქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, დამწყები ინოვატორები კახეთის ორ ქალაქში - თელავსა და გურჯაანში გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა.

ინოვაციების სკოლის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული იდეების ირგვლივ, დაამუშავებენ საკუთარ იდეებს ისე, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპების სფეროში დამფუძნებლები ამუშავებენ ხოლმე, შეეცდებიან საკუთარი იდეების წინასწარ ვალიდაციას, პროტოტიპების დაგეგმვასა და სტარტაპ იდეის პრეზენტაციის ჩატარებას პოტენციურ ინვესტორებთან. ამ პროცესში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისგან და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპ საზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა