გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

გარდაბნის სოფლების,ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო.

პროექტის შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.

სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივები წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ.

სამუშაოებით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემებისა და რეზერვუარის მოწყობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა