გიორგი ტყემალაძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ მე-7 მოწვევის საკრებულოში

დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის, - ამის შესახებ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრმა, ვაკის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურული საკითხებით იქნება დატვირთული.

"დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას. შემდგე უკვე იქნება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები. ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება და დღევანდელი საკრებულოს სხდომა მთლიანად იქნება პროცედურული ნაწილებით დატვირთული. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კარგად ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა თბილისელების უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ამომრჩევლისა და ქალაქისთვის,"- განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, თუ დღევანდელ სხდომას "ლელოს" წარმომადგენელი საკრებულოში ბადრი ჯაფარიძე არ დაესწრება, სხდომას უხუცესი წევრი "ქართული ოცნებიდან" ნიკო კახეთელიძე გახსნის და გაუძღვება თავმჯდომარის არჩევამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა