"ნაცმოძრაობის" წევრი საკრებულოში - უკვე კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციას არაფერს დაუთმობენ, მზად ვართ ბრძოლისთვის, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭიროა

საკრებულო არის ის ადგილი, სადაც უნდა განიხილებოდეს ქალაქის განვითარების საკითხი და მოქალაქეების კეთილდღეობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მმართველ გუნდს ეს გაცნობიერებული არ აქვს.

"უკვე კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციას არაფერს დაუთმობენ. ჩვენ აქ საზოგადოების, მოქალაქების სახელით შემოვდივართ და ეს გაცნობიერებული გვაქვს. მზად ვართ იმ ბრძოლისთვის, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭირო იქნება, ამისთვის გამოვიყენებთ კონსტრუქციულ და ყველანაირ მეთოდს", - განაცხადა ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საკრებულოს პირველ სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელებენ. გაიმართება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები, ასევე მოხდება ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა