გოგა ონიანი - „ქართული ოცნება“ ვერ ჩაკეტავს სისტემას ოპოზიციის საკრებულოში ყოფნის პირობებში

საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ონიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერ ჩაკეტავს სისტემას ოპოზიციის საკრებულოში ყოფნის პირობებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ მათ კორუფციულ სისტემას, რომელიც თბილისშია აწყობილი, არ შეეშალოს ხელი. 5 წევრი გვყავდა საკრებულოში და საზოგადოება კარგად ხედავდა ამ კორუფციულ გარიგებებს, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა, ახლა ოპოზიციას ბევრი წევრი ჰყავს, 13 მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მე მათ პირობას ვაძლევ, არანაირი მათი თანამდებობები არ გვაინტერესებს და რაც არ უნდა დახურონ ეს სისტემა, შიგნიდან აუცილებლად დავანახებთ საზოგადოებას, რისთვის არიან ეს ადამიანები მოსული, რა იყო მათი მთავარი მიზანი, რატომ გააყალბეს არჩევნები, რატომ ჩაყარეს ბიულეტენები... ეს იყო რეალურად მათი პირადი ინტერესი, კორუფციული ინტერესი და თანამდებობებიც ამის თანმდევია მათთვის. ჩარჩენილები არიან შევარდნაძის ეპოქაში და ჰგონიათ, რომ თუ კომისიის თავმჯდომარე იქნება „ქართული ოცნებიდან“, საზოგადოება ვერ გაიგებს სიმართლეს. საზოგადოება გაიგებს სიმართლეს და ვერ შეძლებენ ეს ადამიანები ამ სისტემის ჩაკეტვას ჩვენი აქ ყოფნის პირობებში“, - განაცხადა გოგა ონიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან