კახა კალაძე - მოსახლეობა უნდა ელოდოს მხოლოდ და მხოლოდ კარგს - მომდევნო წლები საკმაოდ საინტერესო იქნება თბილისისთვის

მოსახლეობა უნდა ელოდოს მხოლოდ და მხოლოდ კარგს - მომდევნო წლები საკმაოდ საინტერესო იქნება თბილისისთვის, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ახალარჩეული საკრებულოს მუშაობის დაწყებას.

მისი თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ძალიან ბევრი ამბიციური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

"მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. ის, რასაც ვსაუბრობდით არჩევნების დროს ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტები, ეს არის კონკრეტული პროექტები, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდება. სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა უბანში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, რითაც ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა.

გარდა ამისა, არის ბევრი ახალი პროექტი ახალგაზრდობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით და ასევე, ძველი თბილისის განახლება - საკმაოდ საინტერესო წლები იქნება მომდევნო წლები თბილისისთვის", - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა