ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტების გადამზადება გრძელდება

ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტების გადამზადება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების ფარგლებში, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ინტენსიური ტრენინგი გაიარეს.

სააგენტოს განმარტებით, მოდული თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. სასწავლო თემატიკა ოჯახში გენდერულ ძალადობას, აგრესიის მართვის მეთოდებს, წყვილებს შორის ძალადობრივი, აგრესიული სქესობრივი ქცევის იდენტიფიცირებას, მათი შედეგების გაცნობიერებასა და ემოციების მართვის საკითხებს აერთიანებდა.

გადამზადება სისტემაში დასაქმებულ სპეციალისტებს ძალადობრივი ქცევის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურების მიწოდებაში დაეხმარება.

სასწავლო კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავდა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს