გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს - რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ, კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა - მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოში კულტურის სფეროს

ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ვაშაძე დაინტერესდა, ის ეპითეტები, სიძულვილის ენა, რომლითაც, მისივე შეფასებით, მინისტრი კანონმდებლების წინაშე წარსდგა, არის თუ არა კულტურის ახალი სტანდარტი.

„ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილის ენით, იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს. ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს? ასე აპირებთ კულტურის სფეროში მოღვაწეობის თუ მუშაობის გაგრძელებას? ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ მათი მინისტრი, ვინც ტაშს დაგიკრავთ ყველაფერზე? ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით, თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ადამიანებთან იმ სიძულვილის ენით, რაზეც თქვენს გამოსვლაში ისაუბრეთ. არავის არაფერი დაამახსოვრდება, რაზეც ისაუბრეთ, გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენი ჯგუფები, ადამიანები, თუ ცალკეული პირები. მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ კულტურის სფეროს გაძღოლას? ეს არის ახალი სტანდარტი საქართველოში?“ - მიმართა ვაშაძემ წულუკიანს.

ვაშაძე ასევე დაინტერესდა, რა გეგმა აქვს მინისტრს მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლთან დაკავშირებით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან