ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უფასო ონკოლოგიური კონსულტაციები გაიმართება

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უფასო ონკოლოგიური კონსულტაციები გაიმართება. სრული სპექტრის სოლიდურ სიმსივნეთა დიაგნოზის მქონე პაციენტებს ქვეყნის წამყვანი რადიაციული და კლინიკური ონკოლოგები მიიღებენ. კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ სამედიცინო შემთხვევებს სპეციალისტები კონსილიუმის ფორმატში განიხილავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უფასო კონსულტაციები 6 დეკემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება. ონკოლოგიურ პაციენტებს მიიღებენ:

  • რადიაციული ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი - კრისტინა კილი;
  • კლინიკური ონკოლოგი - ივანე კილაძე;
  • რადიაციული ონკოლოგი - ეთერ ნათელაური;
  • კლინიკური ონკოლოგი - თეა ნათელაური;
  • კლინიკური ონკოლოგი - ნინო ჩიკვილაძე;

ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის, კრისტინაკილის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ინფორმაციული შეხვედრები, რომლის მიზანსაც უცხოელ და ქართველ ექიმებს შორის სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ კრისტინა კილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელსაც აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის აშშ-ს რადიაციული ონკოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი და ამერიკის სიმსივნის ეროვნული ორგანიზაციის (NCCN)კონსულტანტი რადიაციული მიმართულებით.

კრისტინა კილისამჟამინდელი საქმიანობა ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის რადიაციულ განყოფილებას უკავშირდება. ასევე, ის აქტიურად თანამშრომლობს მისივე სახელობის ონკოლოგიის ცენტრთან ქუთაისში, სადაც ყოველი პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული და პერიოდულად სამუშაო ვიზიტებს მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უფასო კონსულტაციების მისაღებად ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა ნომერზე: 032 2 600 600.

მის თბილისი; ქინძმარაულის ქ. I შესახვევი N-1

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო