სალომე სამადაშვილი წულუკიანს - მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ, არც ის გაგვიკვირდება, რომ კალმები აეცალა მწერლებისთვის და კარგია, რომ ამას არ აპირებთ

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ, არც ის გაგვიკვირდება, რომ კალმები აეცალა ქართველი მწერლებისთვის და კარგია, რომ ამას არ აპირებთ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

სამადაშვილის თქმით, თეა წულუკიანმა „სადამსჯელო ინსტინქტები“ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მიმართა.

„ქალბატონო თეა, ჩემს მეგობარს, ელენე ხოშტარიას, მიმართეთ, შენ უწიგნური ხარ, მე ბავშვობაში წიგნს ვკითხულობდი, შენ რომ ბავშვობაში ბურთს თამაშობდიო. ასეთი საკუთარი წიგნიერებით თავმომწონე ადამიანისთვის ძალიან უცნაურია, რომ როდესაც კულტურის სადავეები ჩაიგდეთ ხელში, თქვენი სადამსჯელო ეგზეკუციონერული ინსტინქტები სწორედ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მიმართეთ.

მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირში კომუნისტურმა პარტიამ პირველი შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, სწორედ მწერალთა კავშირი იყო, რადგან იცოდნენ მწერლობის გავლენა და ღირებულება საზოგადოებაში. გამოსვლის დროს გისმინეთ და ერთადერთი, რაც გავიგე არის, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია უდევს სარჩულად თქვენს დამოკიდებულებას კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ მწერლობას და ეს კარგია. თუ შეიძლება, ზუსტად განგვიმარტოთ, რატომ ერჩით „ლიტერას“, რადგან მე აქ მაქვს 120 ქართველი მწერლის ხელმოწერილი მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკურსი და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რას ერჩოდით ამ კონკურსს, იქნებ აგვიხსნათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს