ნიკ ბერესფორდი - შშმ პირთა უფლებების დაცვის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, რაც მოწმობს იმას, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია

შშმ პირთა უფლებების დაცვის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, რაც მოწმობს იმას, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია-ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ნიკ ბერესფორდის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი კოორდინაციას გაუწევს ქვეყანაში გაეროს საკვანძო კონვენციის განხორციელებას იმისთვის, რომ შშმ პირთა უფლებები სრულად იყოს დაცული.

“მოხარული ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ეს მოწმობს იმას, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და რომ მაღალი თანამდებობის პირები პირადად არიან ჩართულები ამ საკითხის მოგვარებასა და გადაწყვეტაში. ძალიან კარგი განვითარებაა ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს გაეროს საკვანძო კონვენციის განხორციელებას ქვეყანაში, რათა ყველა პირობა შეიმნას იმისთვის, რომ შშმ პირთა უფლებები სრულად იყოს დაცული”,-განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან