თაკო ჩარკვიანი წულუკიანს - მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად - დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია, თქვენ დროს არ არსებობს საყდრისი - აფეთქებულია!

მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მე მინდოდა კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას, სამაგიეროდ, თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი - აფეთქებულია! - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თაკო ჩარკვიანმა წულუკიანს ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებითი ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნა, რომ მინისტრს საზოგადოება აღარ ენდობა.

„ძალიან ყურადღებით გისმენდით და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ „ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებას ქორეოგრაფიაში ქართული ცეკვის დროსო“ ამ დროს ვიტირო თუ ვიცინო, არ ვიცი. ეს არის დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი. ქალბატონო თეა, სოლიკო ვირსალაძის გარდა კორიფეები გვყავს, რაც ქართული ქორეოგრაფიის ნაწილია ეტყობა, თქვენ ცეკვას ცალკე განიხილავთ - თამარ აბაკელია, ქობულაძე, სოლიკო ვირსალაძე... თქვენ კულტურის მინისტრი ხართ... ეს შორს წასული თემაა და ამიტომ განათლებასთან მივალთ, რაც ძალზე სამწუხაროა. მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მე მინდოდა კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას, სამაგიეროდ, თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი - აფეთქებულია! და ჩვენ ვართ თარიღი და თარიღია გელათი. როგორც დღევანდელი პრეზიდენტი იტყოდა, ჯარი თურმე არ გვყავს, დიახ, ჩვენ ვართ დაგლეჯილი, ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ ვართ თარიღი. თქვენ ანადგურებთ თარიღებს! საყდრისი აღარ არსებობს! ჩემი თხოვნა, გინდაც მოთხოვნა, ვინაიდან საზოგადოება აღარ გენდობათ და ალბათ, ანგარიშვალდებულიც ხართ, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია არა მხოლოდ კულტურის კომიტეტს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში არიან, არადა, პირიქით უნდა იყოს, უმაღლეს ორგანოს უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის მინისტრი, თორემ თქვენს დღევანდელ გამოსვლას ცოტა სხვაგვარად გააპროტესტებდნენ. ამიტომ მოგვაწოდეთ ხოლმე ზუსტი ანგარიში სად, როგორ განთავსდება და რა პირობებში, რა ელის საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს“, - მიმართა წულუკიანს ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა