ხათუნა სამნიძე წულუკიანს - მინდა გკითხოთ საკუთარ გუნდზე, როგორ შეაფასებდით იმას, რომ თქვენი გუნდის წევრებისთვის არც სიტყვას აქვს ფასი, არც ხელმოწერას, არც დადებულ პირობას

მინდა გკითხოთ საკუთარ გუნდზე, როგორ შეაფასებდით იმას, რომ თქვენი გუნდის წევრებისთვის არც სიტყვას აქვს ფასი, არც ხელმოწერას, არც დადებულ პირობას, - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციურმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, მან კულტურის მინისტრს ამ კითხვით იმიტომ მიმართა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ კულტურასაც ეხება და, გარდა ამისა, წულუკიანი მმართველი გუნდის დიდი ხნის წევრი და ვიცე-პრემიერია.

„თქვენ ხართ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ამ პარტიაში დაფუძნების დღიდან ხართ. გარედანაც აკვირდებით ამ პროცესებს, შიგნიდანაც, თუ როგორ განვითარდა ან ვერ განვითარდა ეს პარტია. მინდა გკითხოთ საკუთარ გუნდზე, როგორ შეაფასებდით იმას, რომ თქვენი გუნდის წევრებისთვის არც სიტყვას აქვს ფასი, არც ხელმოწერას, არც დადებულ პირობას, როგორ აფასებთ ამ პროცესს და რას ხედავთ წინ?“, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა