ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე - სუსტად არის, აქვს შინაგანი სისუსტის შეგრძნება, ეს არის სწორედ არაადამიანური მოპყრობის და 50-დღიანი შიმშილობის შედეგი

ყველაზე მეტად ემოციურად უდგება, რომ ფასები ძალიან გაიზარდა და ეს ძალიან აწუხებს - განიცდის იმ პროცესებს, რაც უშუალოდ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მოპყრობა ღირსების შემლახველია.

„სუსტად არის, სამედიცინო პროცედურების ჩატარება დაიწყეს ექიმებმა, მათ შორის, აქვს შინაგანი სისუსტის შეგრძნება და რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ არაადამიანური მოპყრობის და 50-დღიანი შიმშილობის შედეგი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრი საქართველოში მიმდინარე მდგომარეობაზე, მათ შორის, იმაზე თუ რა რეალური მესიჯები უნდა გაუგზავნოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან მძიმე მოვლენები ვითარდება საქართველოში, უახლოეს დღეებში ჩვენ შეხვედრა გვექნება იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ძალიან დიდი გულისხმიერებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პირველი და მნიშვნელოვანი რაც უნდა ითქვას არის შემდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი და ეს დაადასტურა “ამნესტი ინტერნეიშენალმა“, როდესაც მას პირდაპირ უწოდა, რომ იგი არის პოლიტიკური შურისძიების ობიექტი და ყველა ის მითი, რომელიც არსებობდა მის გარშემო - ეს მითები პირველ რიგში, გაიფანტა იმ აბსურდული სასამართლო პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ როდესაც ეს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და სახელმწიფოს მმართველობის მთელი რგოლი ასამართლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს - ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის არის ძალიან მძიმე და, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის არის ძალიან მძიმე.

ერთი მომენტი მინდა მოგიყვეთ ჩვენი საუბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თემაზე ვსაუბრობდით - ბოლო პერიოდის განმავლობაში მაგალითად ლავროვმა რამდენჯერმე ახსენა სააკაშვილი, ვსაუბრობდით გეოპოლიტიკაზე, უკრაინაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე საქართველოს კონტექსტში, მაგრამ ყველაზე მეტად ემოციურად უდგება, რომ ფასები ძალიან გაიზარდა და ეს ძალიან აწუხებს და რამდენიმე ისტორია მომიყვა, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანების უშუალო ტრაგედიასთან ვისი ისტორიებიც მას ესმის. ამიტომ, ზოგადად, რა თქმა უნდა, განიცდის იმ პროცესებს, განიცდის იმ პროცესებს, რაც უშუალოდ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მოპყრობა არის ღირსების შემლახველი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა