თეა წულუკიანი - ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ

ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ, - ამ რეპლიკით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩარკვიანმა მინისტრისგან მოითხოვა დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა.

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციას კითხვა უნდა აღვირახსნილი, მაგრამ აღვირახსნილი პასუხი აღარ მოსწონს.

“ქალბატონი თამარი ამბობს, პარლამენტში იმიტომ შემოვედი, რომ იქედან ჩამოგათრიოთ, სადაც ხართო. ეს სიძულვილის ენა არ არის?! - ეს სიყვარულით ნათქვამია, არა უშავს! ქალბატონი თაკო სიყვარულს ასხივებს. ის პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ - შოთა ხაბარელის?! ამისთვის ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ! მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევაც არ იქნება ადვილი“, - მიმართა წულუკიანმა თამარ ჩარკვიანს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო