იტალიის საგარეო უწყება საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პროვოკაციულ ქმედებებს ეხმიანება

მოვუწოდებთ იტალიის ყველა ინსტიტუციას - ეროვნულს, რეგიონულს და ადგილობრივს, შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციებთან და თავი აარიდონ თვითმარქვია წარმომადგენლებთან კონტაქტს, რაც მხოლოდ გაუგებრობას იწვევს. კონფლიქტი საქართველოში კვლავ იწვევს სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლს და ტანჯვას და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანლიო დი სტეფანომ ქართველ კოლეგასთან, ხათუნა თოთლაძესთან რომში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

დი სტეფანოს განცხადებით, იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხათუნა თოთლაძემ და მანლიო დი სტეფანომ საქართველო-იტალიის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ კავშირებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საერთო პროექტებზე და ამასთან, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტუალური ასპექტები.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპაციის თემაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებზე და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მრავალმხრივ ფორმატში და ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით დაგეგმილ აქტივობებზე“, - აღნიშნა დი სტეფანომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს