დავით ნარმანია კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნარმანიამ საუბრისას კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის ეფექტიანი მექანიზმების აღსრულება. ამ მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოს როლი ენერგეტიკულ ბაზრებზე დიდია და აუცილებელია სემეკსა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკი-ს ინფორმაციით, ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით - „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“.

განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა