თაკო ჩარკვიანი წულუკიანზე - მიკროფონის ქურდს ჰქვია მიკროფონის ქურდი და დამხვრეტს დამხვრეტი - ადამიანებს უპრაგონოდ მკვლელი არ უნდა ეძახოს, რადგან პასუხს მიიღებს მის ძალიან პროფესიონალ მშობელზე

იდგა ძალიან უკულტურო, გაუნათლებელი მინისტრი, ადამიანს აკლია განათლება კულტუროლოგიაში - ცინიზმით სავსე, დაკომპლექსებული ქალბატონი გამოდიოდა, მადლობას უხდიდა ივანიშვილს და აძაგებდა 9 წელს,- ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში უსმენენ.

ჩარკვიანის თქმით, წულუკიანის გამოსვლა ცინიზმით და ზიზღით იყი სავსე.

"მესამე პრეზიდენტზე თქვა მენინგორეცეპტორები გაუღიზიანდა ალბათო, ძირითადად, ვისმენდით შეფურთხებას, ლანძღვას, ცინიზმს. საკმაოდ გაუნათლებელია, ქართულ ცეკვაში ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებასო, რაზეც ვუპასუხე ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცითქო, რადგან ქართულ ქორეოგრაფიაში ვირსალაძის სკოლა არსებობს და აბაკელიასი და კულტურის მინისტრია ხომ? სადამსჯელო რაზმს ხელმძღვანელობს როგორც იუსტიციის მინისტრი - კვლავ ასეთი შეგრძნებებით დგას. სულ იმ 9 წელზე საუბრობს. მე ვაპროტესტებდი წინა ხელისუფლების დროს, ბაგრატის კონსერვაცია -რესტავრაცია მინდოდა, მოხდა რესტავრაცია, მაგრამ ის ბაგრატი ჩახჩახებს მეთქი ვუთხარი და საყდრისი აფეთქებულია. ეს არ მოსწონთ და შეურაცხყოფაზე გადმოდიან. იძახა ეს მწამებლები, მკვლელები, მე ძალიან ფაქიზად ვუთხარი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ადგილი, სადაც ბავშვობის დროს მიღებული კომპლექსების რეაბილიტაციას შეიძლება ეწეოდეს, ვუთხარი, რომ სიტყვა მკვლელს როცა ხშირად ახსენებს, რაც სააკაშვილს უწოდა და იურისტმა უნდა იცოდეს, რომ ძიების დროს ასე არ უნდა უწოდოს ადამიანს. ვუთხარი, რომ ვეთანხმები, რომ მკვლელს ჰქვია მკვლელი, მწამებელს მწამებელი და დავამატებდი, რომ მიკროფონის ქურდს ჰქვია მიკროფონის ქურდი და დამხვრეტს დამხვრეტი. ეს არ მოეწონა, ალბათ რაღაც არაცნობიერში გამოვდე მას, არაუშავს, იფიქრებს, რომ ადამიანებს ასე უპრაგონოდ მკვლელი არ უნდა ეძახოს, რადგან პასუხს მიიღებს მის ძალიან პროფესიონალ მშობელზე, მართალია, იმ პერიოდში დახვრეტის მუხლი იყო, მაგრამ მაინც რთულია, როცა ადამიანს 40 ადამიანი ჰყავს დახვრეტილი და მე მას მივუთითე, რომ ასე საუბარი არ შეიძლება, რადგან პასუხს მიიღებს, ეს იყო ჩემი ძალიან ლეგიტიმური პასუხი. იდგა ძალიან უკულტურო, გაუნათლებელი მინისტრი, ადამიანს აკლია განათლება კულტუროლოგიაში, ისე არ ვიცი როგორი იურისტია, კარგი რომ იყოს ყოველ წამს არ დაარღვევდა კანონს, ცინიზმით სავსე დაკომპლექსებული ქალბატონი გამოდიოდა, მადლობას უხდიდა ივანიშვილს და აძაგებდა 9 წელს",- განაცხადა ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა