გიორგი ტყემალაძე ოპოზიციაზე - დიდი იმედი მაქვს, ის ბოიკოტი, რაც იყო დღეს, აღარ განმეორდება და მათი მხრიდან იქნება მზაობა, საკრებულოს შემდგომი სხდომები უკვე ერთიან რეჟიმში ჩავატაროთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე იმედოვნებს, რომ საკრებულოს სხვა სხდომებზე ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი აღარ იქნება. როგორც მან თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნება" ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„საკრებულოს "ქართული ოცნების" უმრავლესობას მყარი უმრავლესობა აქვს. მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს ყველა თანამდებობა დაეკავებინა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ამასთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" კონსულტაცია ნამდვილად არ გვქონია. არანაირი სურვილი არ გაჟღერებულა მათი მხრიდან და დაფიქსირებულიც ჰქონდათ, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებდნენ.

ვადასტურებ, რომ უმრავლესობის ფარგლებში მოხდა გადანაწილება, თუმცა აბსოლუტურად მზად ვართ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ კონსტრუქციულად, საქმიანად ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველა პარტიასთან, ყველა ფრაქციასთან, დამოუკიდებელ წევრებთან იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად განვახორციელოთ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის და თანამოქალაქეებისთვის საჭირო იქნება. დიდი იმედი მაქვს, ის ბოიკოტი, რა ბოიკოტიც იყო დღეს ამ ფრაქციების მხრიდან, აღარ განმეორდება და მათი მხრიდან იქნება მზაობა, საკრებულოს შემდგომი სხდომები უკვე ერთიან რეჟიმში ჩავატაროთ",-განაცხადა ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო