მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანს - თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს

მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც თქვენ დღეს აქ მოისმინეთ. ეს არის მიუღებელი ადამიანურად და ეს არის ფსკერზე ქვემოთ, აბსოლუტურად დაუშვებელი ადამიანურობის, ჰუმანიზმის, ქართველობის, პარლამენტარიზმის, ნებისმიერი კრიტერიუმით რაც არ უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში. კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინეს.

სარჯველაძის თქმით, წულუკიანი იმსახურებს მადლიერებას გაკეთებული საქმეებისთვის:

"ამ ფონზე, მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თუნდაც იმისთვის, რომ ოპოზიციიდან გამოთქმულ არცერთ კრიტიკულ სიტყვას თქვენ არ იმსახურებთ. თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს, რომელიც იშლება ყოველდღიურად ამ საქმიანობის შედეგად. მე ყოველთვის მექნება იმედი, რომ იქ, სადაც თქვენ ბრძანდებით, თქვენი გუნდია, რეალურად შესაძლებელია, რომ საქართველო წარმოჩნდეს კაცობრიობაში როგორც ლიდერი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა