თინა ბოკუჩავა - ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ  სააკაშვილისგან არასდროს

ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლია იგივე განაცხადოს სასამართლოს წინაშე.

„ეს არის ცილისწამება, ბიბლია მომიტანონ და დავიფიცებ, ან სხვა, - ალბათ ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან არასდროს, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. სასამართლოს წინაშეც შემიძლია წარვსდგე და აღნიშნული ვთქვა. ეს მათ შორის ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია იმ სხვა ხარჯების ჩამონათვალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილმა საჩუქრებში ჯამურად 237 000 ლარი დახარჯა.

„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი „აიფონი“, ივანა მელაისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - განაცხადა პროკურორმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს