არმაზ ახვლედიანი - ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ჰყავდეს მინისტრი, რომელიც წასვლის კულტურას სხვას ასწავლის

მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს თქვენთვის. ვწუხვარ იმიტომ, რომ კარგად მახსოვს რა იდეალებს ემსახურებოდით, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდით, - ასე მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს.

მისი თქმით, იგი ისურვებდა, რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ჰყავდეს მინისტრი, რომელიც წასვლის კულტურას სხვას ასწავლის.

"ასევე კარგად მახსოვს, როცა ჩვენ აქ გადავიკვეთეთ თბილისში პოლიტიკურ სარბიელზე და დავადასტურებ, რომ თქვენ იყავით იმ ორ ადამიანს შორის, ვისთვისაც შემეძლო გამეზიარებინა ჩემი წუხილი, უკვე 2013 წლის ივნისის თვეში მე ახალმისულს „ქართულ ოცნებაში" იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემი მაშინდელი ვარაუდით შესაძლოა გადაზრდილიყო დიდ პრობლემაში და შევსულიყავით ჩიხში. ამდენად მინიმუმ უხერხულად მეჩვენება თქვენგან ახლა ამ თემებზე შთაგონების მოსმენა.

ალბათ არ ღირს დეტალების გახსენება, არ მინდა, რომ საჯაროდ გამოვიტანო თუნდაც ჩვენი პრივატული საუბრები, ეს არ იქნება სწორი. მაგრამ ერთს გეტყვით გულახდილად, რომ მე არ მემეტება საქართველო იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელსაც არ შეუძლია სხვისი გათვალისწინება. ვაცლავ ჰაველი გარდაცვალების წინ წერს არაჩვეულებრივ პიესას, რომელსაც ჰქვია „წასვლა", მერე გაბედავს რეჟისორობასაც კი, რომ გადაიღოს ეს ფილმი და გვეუბნება ჩვენ, მის შემდეგ დარჩენილებს, რომ წასვლის კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ჰყავდეს მინისტრი, რომელიც წასვლის კულტურას სხვას ასწავლის, როცა დროა, საჭიროა, იმის გაბედულება გვეყოს, რომ ვთქვათ არა, როცა ვხედავთ ასეთ უმსგავსობას", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!