რატი იონათამიშვილი საპარლამენტო ოპოზიციას - ძალიან ბევრი გვაქვს საამაყო და ვიამაყებთ ბოლომდე ჩვენი ოლიმპიელების და ჩვენი მსოფლიო ჩემპიონების შედეგებით

რით ამაყობთ სპორტის კუთხითო, გვეკითხებიან [ოპოზიციის წარმომადგენლები] და გეტყვით, მარტო ჩემს სფეროში - პარაოლიმპიურ მოძრაობაში რით ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ 2012 წლის დეკემბერში, როცა დავიბრუნეთ პარაოლიმპიური მოძრაობა, ჩვენ გვყავდა 3 პარასპორტსმენი და პარასპორტის მხოლოდ 2 სახეობა ვითარდებოდა. დღეს გვყავს 300 პარასპორტსმენი, ვითარდება 17 სახეობა, გვყვანან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ამით ვამაყობთ ჩვენ, მაგრამ მე უფრო სხვა კითხვა მიჩნდება, - თქვენ რატომ არ ამაყობთ ამით? - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნულ სპორტსმენებს მარტო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის არ მოუგიათ, საქართველოსთვის მოიგეს.

„ძალიან ბევრი გვაქვს საამაყო და ვიამაყებთ ბოლომდე ჩვენი ოლიმპიელების და ჩვენი მსოფლიო ჩემპიონების შედეგებით, რომელიც დიდი ძალისხმევით და სამინისტროს მხარდაჭერით არის მოპოვებული, რადგან მე ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო უდგას გვერდით სპორტის განვითარებას. ამის შედეგია პარასპორტსმენებისა და პარასპორტის განვითარებაც",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა