გიული ალასანია - მხოლოდ აქტიურობის გზითაა შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, რატომ ზის აქ, როდემდე უნდა იჯდეს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

როგორც ის აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესების შემდეგ გადაღლილია და სუსტადაა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ხალხის აქტიურობაა.

„არის ძალიან გადაღლილი, არის სუსტად საკმაოდ, როგორ უნდა იყოს წარმოიდგინეთ, ამდენი დღე გავიდა და რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში?

მეტი აქტიურობა საზოგადოებისგან, სულ ერთი და იმავეს ვიმეორებ, მეტი აქტიურობა ხალხისგან, ერთადერთი გამოსავალი ესაა, მე რასაც ვხედავ, აბა რა იმედი უნდა მქონდეს, ხომ, დაინახეთ რა ხდება, ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს, გამოდის ლაპარაკობს, მაგრამ შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? ლაპარაკობს კი ბატონო, მანამდეც ლაპარაკობდა იმდენი წელი და ბოლოს რა მიიღო?!

მხოლოდ აქტიურობის გზით შესაძლებელია რაღაც შედეგის მიღება, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, რატომ ზის აქ, როდემდე უნდა იჯდეს? რაც შეიძლება მეტი სიმრავლე და ძალიან დიდი აქტიურობაა საჭირო, ეს შემიძლია ვთქვა”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო