ექიმი - მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ ხდება ხოლმე

მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ ხდება ხოლმე, - ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა.

ამასთან, შარაშენიძის თქმით, კონსილიუმის ყოველდღიური ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და ექიმები მიხეილ სააკაშვილს ხუთ დღეში ერთხელ აუცილებლად მოინახულებენ.

„ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია. პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ ხდება ხოლმე. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა. იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად. რაღაც გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები, ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და ის იღებს ამ მედიკამენტებს. რაიმე განსაკუთრებული ჩივილი არ წარმოუდგენია. ვისაუბრეთ, გვითხრა თავისი თუ რამე პრობლემა ჰქონდა. გავაცანით ჩვენი მოქმედების ტაქტიკა. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენი - კონსილიუმის ყოველდღიური ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. რა საკვირველია ყოველ მიზეზგარეშე პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში, შეუზღუდავად გამოვცხადდებით. აუცილებლად ვნახავთ ყოველ ხუთ დღეში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერაც ვნახავთ“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო